პროექტის სახელწოდება: სამკურნალო მცენარეები
პროექტის აღწერა: მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოიძიებენ სამკურნალო მცენარეებს , მათ გადაუღებენ სურათებს და შექმნიან კატალოგს, აგრეთვე ხნიერი ადამიანებისგან ჩაიწერენ სამკურნალო მცენარეებისაგან წამლის დამზადების სახალხო რეცეპტებს, შექმნიან რეცეპტების ელექტრონულ ვერსიას.
მონაწილეთა ასაკი: მეექსე კლასის მოსწავლეები;
ვადები: 2017 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე;
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა-ძიება; მოძიებული მასალის ერთმანეთისთვის გაცნობა; მათ შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებელი მოძიების პრაქტიკა; გამოფენის მოწყობა; საკუთარი ბუნების და ისტორიის უკეთ გაცნობა.
სარგებელი სხვებისათვის: ინტერნეტის საშუალებით საზოგადოებას გააცნობენ საქართველოს ბუნებაში გავრცელებულ სამკურნალო მცენარეებს და მათგან წამლის მომზადების ხალხურ რეცეპტებს.
სამუშაო ენა :ქართული.
საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბოტანიკა-ბიოლოგია: შეისწავლიან მცენარეებს და მათ განსაკუთრებულ თვისებებს, გეოგრაფია: დააკვირდებიან იმ კუთხის ჰავას , სადაც ისინი იზრდებიან. მათემტიკა-ინფორმატიკა: რომელ კუთხეში, რომელი მცენარეები ჭარბობს, მათ შესახებ შექმნიან დიაგრამებს, რეცეპტების წიგნის ელექტრონუილ ვერსიას განათავსებენ ინტერნეტში.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან არ არიან.
პროექტის ავტორი: ნელი ბასილაშვილი