Friday, March 17, 2017

სამკურნალო მცენარეები

პროექტის  სახელწოდება: სამკურნალო  მცენარეები
პროექტის აღწერა: მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოიძიებენ  სამკურნალო მცენარეებს , მათ გადაუღებენ სურათებს და შექმნიან კატალოგს, აგრეთვე ხნიერი ადამიანებისგან  ჩაიწერენ სამკურნალო მცენარეებისაგან წამლის დამზადების სახალხო რეცეპტებს, შექმნიან რეცეპტების ელექტრონულ ვერსიას.
მონაწილეთა ასაკი: მეექსე კლასის მოსწავლეები;
ვადები: 2017 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე;
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა-ძიება; მოძიებული მასალის ერთმანეთისთვის გაცნობა; მათ შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებელი  მოძიების პრაქტიკა; გამოფენის მოწყობა; საკუთარი  ბუნების  და  ისტორიის  უკეთ გაცნობა.
სარგებელი სხვებისათვის:  ინტერნეტის საშუალებით  საზოგადოებას  გააცნობენ საქართველოს ბუნებაში  გავრცელებულ სამკურნალო  მცენარეებს  და მათგან წამლის მომზადების ხალხურ რეცეპტებს.
სამუშაო ენა :ქართული.
საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბოტანიკა-ბიოლოგია: შეისწავლიან მცენარეებს და მათ განსაკუთრებულ თვისებებს, გეოგრაფია:  დააკვირდებიან  იმ კუთხის ჰავას , სადაც ისინი იზრდებიან. მათემტიკა-ინფორმატიკა: რომელ კუთხეში, რომელი  მცენარეები ჭარბობს, მათ შესახებ  შექმნიან დიაგრამებს, რეცეპტების წიგნის ელექტრონუილ ვერსიას განათავსებენ ინტერნეტში.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან არ არიან.

პროექტის ავტორი: ნელი ბასილაშვილი

ხელნაწერი წიგნები

ძველ   საქართველოში  ხელნაწერი   წიგნები   იწერებოდა   ეკლესია   მონასტრებში, რომლებსაც   წერდნენ   ლამაზი   კალიგრაფიის   მქონე   ადამიანები.